ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე დაიღუპა. მ.გ-ს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ის ქუჩას ალაგებდა. ინფორმაციას Ajara Times-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრში “აჭარა თაიმსს” განუცხადეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.