კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტი, „მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი დააკავეს. ინფორმაციას „პუბლიკა” ავრცელებს.
მთივლიშვილი ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი.
ასევე გამოცემის ცნობით, პოლიციის ამავე განყოფილებაში კიდევ 10-მდე დაკავებულია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, თბილისში, კეკლიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.