წამალდამოკიდებულება, ისევე როგორც სხვა დაავადებები, არის დაავადება, რასაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. მკურნალობა თუ სწორად ჩატარდა, რა თქმა უნდა, მეტ შედეგზე ვისაუბრებთ, ვიდრე - არასწორი მკურნალობის ან თვითმკურნალობის შემთხვევაში. თვითმკურნალობას სჯობს, საერთოდ არ იმკურნალოს ადამიანმა, იმიტომ რომ მეტ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, - ნივთიერებებზე დამოკიდებულთა მკურნალობის აუცილებლობისა და მისი ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა ფსიქოთერაპევტმა თამუნა ბოკუჩავამ "ალტერნატივა ჯორჯია" მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე "ფეისბუქლაივის" დროს. ამასთანავე, უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს, რომელიც "ფეისბუქლაივის" დროს დაუსვეს.
შეკითხვა: ჩემმა ოჯახის წევრმა ჩაიტარა 2-კვირიანი მკურნალობის კურსი ნარკოლოგიურ კლინიკაში. ეს საკმარისია, რომ შეინარჩუნოს ფხიზლად ცხოვრება?
თამუნა ბოკუჩავა, ფსიქოთერაპევტი: დავიწყებ იმით, რომ მკურნალობა აუცილებელია! ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დაავადების ქრონიკული ხასიათის გამო, მკურნალობაზე არსებობს ერთგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება. ამის გამო, ადამიანები, ხშირად არ მიმართავენ სამკურნალო დაწესებულებებს. წამალდამოკიდებულება, ისევე როგორც სხვა დაავადებები, არის დაავადება, რასაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. მკურნალობა თუ სწორად ჩატარდა, რა თქმა უნდა, მეტ შედეგზე ვისაუბრებთ ვიდრე - არასწორი მკურნალობის ან თვითმკურნალობის შემთხვევაში. თვითმკურნალობას სჯობს, საერთოდ არ იმკურნალოს ადამიანმა, იმიტომ რომ მეტ ზიანს აყენებს საკუთარ თავს.
რაც შეეხება წამალდმოკიდებულების მკურნალობას. ამ დაავადების მულტიფაქტორულობიდან, მულტიბუნებიანობიდან გამომდინარე, როგორც აღინიშნა, ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა, მკურნალობაც უნდა იყოს აუცილებლად მრავალმეთოდური. კომპლექსურად მიწოდებული და გამოყენებული პაციენტთან. თუ რომელიმე ერთი მეთოდით მკურნალობს ამ დაავადებას, თუნდაც სპეციალისტი, ვერ გავალთ შედეგზე, ვერცერთ შემთხვევაში. ამიტომ, ეს კომპლექსური მიდგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ დროს, ერთად მუშაობენ ექიმები, ექთნები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ.
მნიშვნელოვანი იყო და ყველა ჩვენგანის ოცნება იყო, საქართველოში ყოფილიყო სარეაბილიტაციო ცენტრები და ეს ოცნება ნელ-ნელა ასრულდა. რეალურად, აქამდე შიშველი ხელებით ვმუშაობდით. უშვებ ადამიანს, რომელმაც ჩაიტარა დეტოქსიკაცია, 2-3 კვირის წინ იყო წლების განმავლობაში ნარკოტიკის მომხარებელი, ან სხვა ნივთიერებების და 3 კვირის მერე ეუბნები რომ აღარ ხარ მომხარებელი. ფაქტობრივად, უშვებ წყალში, ცურვის სწავლების გარეშე. ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობა ჰქვია, მთლიანად, ყველა ეტაპების გავლას. ჩვენთან, მაინც საბჭოთა გადმონაშთია, და მკურნალობას მხოლოდ სამედიცინო ჩარევას ვეძახით დღემდე, სამწუხაროდ. დეტოქსიკაცია არის მკურნალობის პირველი ეტაპი. შემდგომ აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სოციალური. ამის გარეშე ეფექტზე ვერ ვისაუბრებთ".
"ალტერნატივა ჯორჯიამ" ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული მორიგი ღონისძიება გამართა.
ღონისძიების დროს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტებმა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხები გასცეს.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და ჰუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა.