გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მან ამის შესახებ X-ზე დაწერა.
მერცმა განაცხადა, რომ მან „უკრაინის სამშვიდობო გეგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული და კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის დროს განიხილა“.
„უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსტრუქციული და კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის დროს განვიხილე. ჩვენ შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე მრჩევლების დონეზე. ახლა ამის შესახებ ჩემს ევროპელ პარტნიორებს ვაცნობებ“, - დასძინა მან.