კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა.
მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს ბავშვმა თავად უამბო.
გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო მოძალადეც. არასრულწლოვანის ბიძა კი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137 მუხლებით (გაუპატიურება) დაიწყო.