გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას "TV მონიტორინგი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.