გორში მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის შედეგად, 70 წლის ქალი დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.