"ბათუმელების" ინფორმაციით, ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.