იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, 40 წლის ქართველმა ავტომობილი ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა. მათივე ინფორმაციით, კაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა.
ავტომობილი მფლობელს უკვე დაუბრუნეს.