კაცი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი იარაღით დაჭრა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ვეტერინარის თქმით, ცხოველს გამჭოლი ჭრილობა აქვს და გადარჩება.