შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. იუწყება პირველი არხი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. მატრონა მოსკოველის ხატზე ასევე გამოსახულია სტალინი.