თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა. 27 წლის ქალი კლინიკაში მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.
„ფორმულას“ ინფორმაციით, მას მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
"მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები", - თქვა ექიმმა.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.