„თიბისი ბანკზე“ თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის, ადვოკატი კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გამოძიების ინფორმაციით, 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით, ბანკში განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 29 თებერვალს გაიმართება.