ქარელის მუნიციპალიტის, სოფელ რუისთან, მიკროავტობუსს სატვირთო მანქანა შეეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.