ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.