ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და მდინარეში გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ის კაბინაში გაიჭედა და გამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.