ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ.
"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, რომ ეს ტერიტორიები დღეს, აი ეხლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ესე მოვიქცეოდით, ალბათ". - თქვა დავითულიანმა.