3 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურში ჩავარდა, გარდაიცვალა. მთავარი არხის ინფორმაციით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული.
უბედური შემთხვევა ანაკლიაში გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. წყლიდან ამოყვანის შემდეგ ბიჭი საავადმყოფოში პოლიციამ გადაიყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარება ექიმებმა მას ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი საჭირო გახდა მისი ბათუმში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა.