ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს ხელში აუფეთქდა.
აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია.
დღეს 10 წლის ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ.
დაშავებული ბავშვი თბილისშია გადაყვანეს.