ბათუმში, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, კატერი დაეჯახა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მისი ცნობით, 24 წლის კაცი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.