რუსეთმა სომხეთისგან რომის სტატუტის რატიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„გადავწყვეტთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ერევნის პასუხის შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
1-ელ სექტემბერს სომხეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლ;ოსრომის სტატუტის რატიფიკაციის პროექტი. ჯერ კიდევ მარტში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დოკუმენტი ძირითად კანონთან შესაბამისობაში მიიჩნია.