მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მოხდა უდიდესი სტიქია, რომელმაც ჩვნი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის ბავშვების და ქალების. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, აქ სიტყვები ალბათ ზედმეტია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.