რუსეთის იერიშის შედეგად ოდესაში პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა. რუსეთის ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 3,5 საათს გრძელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის თავდაცვამ 22 დრონი გაანადგურა.
„22 დრონი ჩვემა საჰაერო თავაცვის ძალებმა გაანადგურეს. დაშავდა პორტის ორი ტანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კიპერმა.
ინფორმაცია, თუ რომელი საპორტო ობიექტი დაზიანდა, არ ვრცელდება. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.