სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში, ახმეტის გარდა, თელავისა და გურჯაანის სოფლებიც დააზარალა. სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურს და ფშაველს, ხოლო გურჯაანში ვაჩნაძიანს, კალაურს, კახიფარს, ვაზისუბანს, შაშიანს და ველისციხეს გადაუარა. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად განადგურებულია ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები.
სეტყვამ დააზიანა სახლის სახურავები და მანქანები. ძლიერმა ქარმა დააზიანა ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები, ფესვიანად მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
ხვალ, დილიდან იმუშავებს სპეციალური კომისია, რომელიც აღწერს დაზიანებულ სახლებსა და ვენახებს.