ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი სტიქიამ დააზარალა.
მაღრაანში, ფიჩხოვანში და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.
სტიქიით მიყენებული ზარალს შესაბამისი კომისია ხვალიდან შეისწავლის.