თბილისის მერიის განცხადებით, დღეს, ორ სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა.
„პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის!“ - აღნიშნულია განცხადებაში.