აშშ-მა უკრაინას დაამტებით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. დახმარების ღირებულება 250 მლნდ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ილაპარაკა. ცნობილია, რომ ახალ პაკეტში შევა AIM-9M-ის ტიპის რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის და საბრძოლო მასალა HIMARS-თვის.
უკრაინა ასევე მიიღებს:
155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას;
განსანაღმ აღჭურვილობას;
Javelin-ებს და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რაკეტებს;
ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას წინაღობების ლიკვიდაციისათვის; სათადარიგო ნაწილებს;
მომსახურების, ტრენინგისა და ტრანსპორტის დაფინანსებას;
3 მილიონზე მეტ ტყვია-წამალს შაშხანებისთვის;
სასწრაფო დახმარების მანქანებს;
”რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს სასტიკ დამპყრობლ ომს, რამაც გამოიწვია მრავალი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად იქცა. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტებზე და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია ფასების ცვლილება სურსათისა და მარცვლეულის ბაზრებზე, გააღრმავა შიმშილი და გლობალური სასურსათო კრიზისი. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს იგი უკრაინიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. ვიდრე ეს მოხდება, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც სჭირო იქნება. “- თქვა ბლინკენმა.