დაცული ტერიტორიების საგაენტოს ცნობით, 3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა.
"აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს.
მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი"- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.