რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოლდოვა „კიევის რეჟიმის ლოჯისტიკურ დანამატად გადაიქცა“.
ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს ზახაროვამ განაცხადა, რომ თითქოს განიხილება „მოლდოვის ტერიტორიის გავლით უკრაინაში სამხედრო ტვირთის მიწოდება“.
„ვხედავთ, რომ მოლდოვა თანმიმდევრობით გარდაიქმნება კიევის რეჟიმის ლოჯისტიკურ დანამატად... მსგავსი ნაბიჯების კატასტროფული შედეგების შესახებ ჩვენ უკვე არაერთხელ გავაფრთხილეთ ოფიციალური კიშინიოვი“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უპასუხა მარია ზახაროვას და განაცხადა, რომ კიშინიოვი გააგრძელებს უკრაინელი მეგობრების დახმარებას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
„ჩვენი ქვეყნის ნეიტრლატეტი არ ნიშნავს იზოლაციას. ხელისუფლება აგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან, ქვეყნაში მშვდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, - განაცხადეს მოლდოვის საგარეო უწყებაში.