რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კალუგის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
უწყების მტკიცებით, რაკეტის გაშვება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობა იყო, ზოგიერთი ტელეგრამ-არხი წერს, რომ რაკეტა შაიკოვკის სამხედრო აეროდრომთან ჩამოაგდეს.
რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ცნობებს რუსეთშო კალუგის, ტულისა და მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების თავასხმების შესახებ.
მოსკოვში ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტები დროებით ისევ დაკეტეს.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, კალუგის ოლქის ობნინისა და მალოიაროსლავის რაიონებში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საჰაერო სამიზნეები გაანადგურეს.