უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 40 წლის ნიკა ახვლედიანი მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.
ქართველი მებრძოლი იმ 10 კაციან დანაყოფში იყო, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში სპეცოპერაციას აწარმოებდა. ნიკა ახვლედიანი უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა, როცა ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა.
რუსულ აგრესიას 54 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.