რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს საჰერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან, და ბრიანსკის ოლქში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი – კრასნოგორსკში, ხოლო მეორე ჩასცოვში ჩამოვარდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სპეცსამსახურები.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის პერიოდში რუსეთის დედაქალაქის ორი აეროპორტი, შერემეტიევო და დომოდედოვო დროებით დახურეს.
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკვე რამდენიმე დღეა, ხორციელდება. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. კიევს ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.