რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, ქალაქ კურსკის სარკინიგზო სადგურის შენობის სახურავს დრონი დაეჯახა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, ის სარკინიგზო სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შედეგედაც სახურავზე გაჩნდა ხანძარი, ხუთმა ადამიანმა შიშების ნამსხვრევებისაგნ მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - წერს სტაროვოიტი.
უკრაინის ხელსუფლებას მომხდატთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასულ ღამეს კურსკის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო დრონები.
ამასთან, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო მოსკოვის ორმა აეროპორტმა რეისების მიღება შეწყვიტა.