რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნოვგოროდის ოლქში სოლცის სამხედრო აეროდრომს თავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა.
აეროდრომში ბაზირებულია Ту-22М3 ტიპის რაკეტა-მატარებელი გამანადგურებლები.
უწყების ცნობით, შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა თვითმფრინავების სადგომზე, დაზიანდა ერთი თვითმფრინავი. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ აფეთქდა არა ერთი, არამედ ორი თვითმფრინავი.
ასევე იუწყებიან, რომ აფეთქების შემდეგ დანარჩენი თვითმფრინავები სასწრაფოდ მურმანსკის ოლქში გადაჰყავთ.