სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად,
სასტუმრო „სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.