არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობის სამყარო” საქართველოში წელს პირველად 9 სექტემბერს, რიყის პარკში, აზრთა ფესტივალს გამართავს.
ფესტივალი ესტონურ კონცეპტს Arvamusfestival (აზრთა ფესტივალი) ეფუძნება, რომელიც უკვე 11 წელია ტარდება.
„აზრთა ფესტივალი უნიკალური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს აკავშირებს და მათ აზრების გაზიარების სივრცეს სთავაზობს. “ტოლერანტობის სამყარო”, ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც თბილისის აზრთა ფესტივალს აორგანიზებს, მიზნად ისახავს, შექმნას პლატფორმა დიალოგისთვის და შესაძლებლობა მისცეს მონაწილეებს ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიებში, გაცვალონ მოსაზრებები და ერთად აღმოაჩინონ სოციალური გამოწვევების მოგვარების გზები.
ფესტივალი არაერთ საკითხს შეეხება, მაგალითად, განათლებას, რეფორმებს, ურბანულ დაგეგმარებას, კანონმდებლობას, ხელოვნებას, ეკოლოგიას, სპორტს, აქტივიზმს, კონფლიქტების მოგვარებას და ა.შ. ფესტივალის მიზანია, თავი მოუყაროს ენთუზიასტებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ინფლუენსერებს, რათა ყველას ხმა გაჟღერდეს.
ფესტივალი ესტონურ კონცეპტს Arvamusfestival (აზრთა ფესტივალი) ეფუძნება, რომელიც უკვე 11 წელია იმართება. წელს ამ უნიკალურ ღონისძიებას საქართველო პირველად უმასპინძლებს. ღონისძიება არაკომერციული ხასიათისაა და მასში მონაწილეობა ყველას უფასოდ შეუძლია. ხუთი სადისკუსიო სცენა, მეწარმეობის, განათლების, შესაძლებლობების განვითარების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მომავლის შესახებ, გამოფენები, საკვები სტენდები, საბავშვო სივრცე და საინტერესო პერფორმანსები – ამ ყველაფერს რიყის პარკში იპოვით.
გელით, გვეწვიეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები, გაიცანით საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანები, გამოცადეთ და უბრალოდ დრო გაატარეთ აზრთა ფესტივალზე, 2023 წლის 9 სექტემბერს, 12:00-22:00 საათამდე, რიყის პარკში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცახდებაში.
ღონისძიება ორგანიზებულია “ტოლერანტობის სამყაროს” მიერ, ესტონურ ორგანიზაციასთან “მონდო” თანამშრომლობით და მხარდაჭერილია საერთაშორისო განვითარების ესტონური ცენტრის მიერ.
.