სიონის ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მედიას განუცხადა, რომ მაშველებმა ტბიდან მოზარდის ცხედარი ამოასვენეს.
მანამდე უწყებამ მედიას უთხრა, რომ მიიღეს შეტყობინება, რომ მოზარდი წყალში გაუჩინარდა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან გავიდა და ადგილზე მიემართებოდა მყვინთავთა ჯგუფიც.
ინფორმაცია სიონის წყალსაცავში მოზარდის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად პარტია „ლელოს“ წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა გაავრცელა.