რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე 23 ივლისის ღამეს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.
უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.