20 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხებში. დაშავდა 18 ადამიანი, 9 მათგანი, მათ შორის 5 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა 2 ადამინის ნანგრევებიდან გამოყვანა შეძლეს.
„დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 9, მათ შორის 5 ბავშვი საავდმყოფოში გადავიყვანეთ. 2 ადამიანი ნანგრევიდან ამოვიყვანეთ. სასწაულია, რომ მათი გადარჩენა შევძლეით“, - წერს ქალაქის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი Telegram-ზე.
მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადასაყვანად ორი ლოკაციაა გამოყოფილი.
მანამდე, მიკოლაივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსეთის იერიშის შედეგად არიან დაღუპულები, მას დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებია.