რთული კლიმატური პირობების გამო, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს შეზღუდვა ძირითადად მისაბმელიან ტრანსპორტზე ვრცელდება.
დანარჩენი სახის მანქანებისთვის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით დაშვებულია.
ორი ან მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გზის ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები