კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
შუა ხნის კაცი კასპის ,,მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ,კლინიკაში გამოცემას განუცხადეს, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარს შსს იძიებს.