ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ვნუკოვოს აეროპორტში მათ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ.