ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ დარტყმებით იმუქრება, თუ ამერიკული ძალები ირანზე თავდასხმისთვის ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ბაზებს გამოიყენებენ.
რეზაის განცხადების შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
მოჰსენ რეზაის თქმით, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებს იმ შემთხვევაშიც დაარტყამს, თუ ისინი ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან სხვა შორეულ რეგიონში მდებარეობს და იქიდან ამერიკული თვითმფრინავები ირანზე იერიშისთვის აფრინდებიან.
„ირანზე ნებისმიერი ახალი თავდასხმის საპასუხოდ, სამიზნე შორ მანძილზე მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზებიც გახდება, მათ შორის ის ბაზები, რომლებზეც აქამდე თავდასხმა არ განხორციელებულა“, - განაცხადა რეზაიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია დაარტყას გარკვეულ კუნძულებსაც, რომლებიც, მისი თქმით, ამერიკელებს ირანული რაკეტების მოქმედების არეალის მიღმა ეგულებათ.