საჩხერის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ჭორვილაში ხანძარს მოხუცი ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი, რომელთა ასაკი, დაახლოებით, 60-70 წელია, სოფელ ჭორვილაში მარტო ცხოვრობდნენ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა ხის სახლი უკვე მთლიანად იყო დამწვარი.
ფაქტზე უკვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.