დღეს, 16 დეკემბერს, ამერიკული ორგანიზაცია „აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI) შეხვედრას გამართავს კახეთის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
შეხვედრაზე (EWMI) -ის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდებს ინფორმაციას EWMI-ის ოთხწლიანი პროგრამის შესახებ, რომლის მთავარი მიზანიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობაა და უპასუხებს მათ კითხვებს პროგრამის ძირითადი მიმართულებებისა და აქტივობების შესახებ.
(EWMI) -ის წარმომადგენელი ასევე ისაუბრებს ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე „მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტები". ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 29 დეკემბერია, კონკურსით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა - 15 000 აშშ დოლარი.
შეხვედრა ჩატარდება ქალაქ გურჯაანში, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 12:00 საათზე. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ (EWMI) -ის ბროშურაში.