ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში ესტონეთის გაწევრიანება იყო ქვეყნის თავისუფალი არჩევანი, რუსეთის მტკიცება კი, თითქოს ნატო-ს გაფართოება მის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, მითია. ამის შესახებ კალასმა ERR-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასმა სინგაპურის უსაფრთხოების კონფერენციაზე უარყო ნატო-სთან დაკავშირებული ნარატივი.
„ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა გარედან მოხვეული. აქ ლაპარაკობენ ნატო-ს გაფართოებაზე, როგორც პროცესზე, რომელიც თითქოს არ უკავშირდება ხალხის ნებას, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები“, - განმარტა მან.
კიდევ ერთი თეზისი კალასის გამოსვალში შეეხებოდა რუსეთს, როგორც კოლონიალურ სახელმწიფოს, რომელიც ფაქტობრივად ცდილობს თავისი იმპერიის კოლონიზირებას და გაფართოებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის, ვინც ადანაშაულებს ნატო-ს ესკალაციის გაზრდაში, ავითარებენ იმპერიალისტურ ენას და იდეოლოგიას, რომელსაც რუსეთი იყენებს. „ნატო საფრთხეს უქმნის რუსულ იმპერიალიზმს და არა რუსეთის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა კალასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მესამე პუნქტი იყო მოწოდება ომის მიმართ სათანადო რეაგირებისკენ, რათა არ წაახალისონ სხვა ქვეყნებიც მიმართონ ამ აგრესიას.