რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში შეკრებილ მხადამჭერებს მიმართა და არჩევნებში ხმის მიცემისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ქვეყანას უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ვუხელმძღვანელებთ“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მან მდლობა გადაუხადა თურქეთის საზოგადოებას „დემოკრატიის ფესტივალისთვის“ და აღნიშნა, რომ თურქეთის 85 მლნ მოქალაქე ამ არჩევნების გამარჯვებულია.
„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმების 54,47%-ით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.