თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ კაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან სამჯერ ესროლეს. ავტომობილი გაქცევის დროს ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.