ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს.
9 წლის ბიჭი სახლიდან გუშინ, დილის 11 საათზე გავიდა და მას მერე არ ჩანდა.. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.