კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა, მათ შორი ერთი 7 წლის ბავშვია.
შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა, ტრაილერი შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.
დაშავებულები გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანენ.